Saturday, September 16, 2017

ქალი ჯარისკაცის ფიქრები

      
კვლავ მორიგი თავნება დილა გათენდა ქარის ქროლვითა და პრანჭია მზის სხივებით გამთბარი.სასიამოვნოდ გრილა.ირგვლივ სრული სიჩუმეა.საოცარი სინათლეა,არავინ დადის ქუჩაში,სძინავთ.ყველას სძინავს მე კი...მე? ვინ ვარ მე? ვინ ვიყავი ოდესმე? ჩემს თავზე ფიქრიც კი არ მსურს... დღეს ჯარში მივდივარ.ალბათ გააკვირვებთ ლამაზი ქალის ხილვა,კვლავ მომიწევს იმის მტკიცება,რომ მე ძლიერი ვარ.
    აი უკვე იმ ტერიტორიაზე ვარ,სადაც ჩემი უბადრუკი ცხოვრების კიდევ ერთი ბილიკი უნდა გავიარო და სულ ამაოდ დავიწყო და დავასრულო სამსახური აქ.ჯარის მეთაურები ბარგს ამოწმებენ,ვხედავ რომ რამდენიმე გოგონა დგას რიგში.ვერ ვხედავ მათ სახეს,მხოლოდ ზურგს ვუცქერ,მაგრამ ისმის მათი გასაოცარი ჟრიამული.უხარიათ!აჰ,რა საბრალოები არიან.მახსოვს ჩემი თავი,როდესაც აღელვებულმა შევაღე იმ დამღუპველი ცხოვრების კარი,რომელმაც დამაცარიელა...ბიჭები კი ისეთი გამოუცდელები არიან,მათზე ვერც იტყვი რომ შესაძლოა ერთ დღეს თავგანწირული,ღირსეული ჯარისკაცები დადგნენ.მათი მოსვლის მიზეზი ნათელია,ჯარი ხომ სავალდებულოა მამაკაცთათვის.მაგრამ ისე საცოდავად ჟრიამულობენ,ხუმრობენ და უცქერენ ქალებს,რომ საშინელი სიძულვილი მიპყრობს.აუტანელია მათი ცქერა...

   აი მეთაურებმა ბევრი საინტერესო ნივთი გადაუყარეს ჩანთებიდან მომავალ ჯარისკაცებს.მე ვიტყოდი უფრო სასაცილო.ისმის პრეტენზიები,შემდეგი კი მე ვარ რიგში.ჩემს  ბარგს წარმოადგენს შავი ტანსაცმელი,შავი წიგნაკი და კალამი.ზეადმხედველი კმაყოფილი მიკრავს თავს,ეს ნიშნავს რომ ყველაფერი შემიძლია წავიღო თან და სიამაყის გრძნობით აღვსილი მივემართები შენობისკენ.ვიღაც თეთრი,სუსტი გარეგნობის ბიჭი მეწევა,ჩემთან ერთად დგამს ნაბიჯებს და მეუბნება:

Sunday, October 12, 2014

მიენდე მზეს...

 
  იყო და არა იყო რა,ამ სამყაროში  სხვა საოცარი რა იქნებოდა თუ არა ცა,მზე,სიმწვანე და სილაღე.მაგრამ როდი იყო საკმარისი ეს ყოველივე ადამიანთათვის.კვლავ იყო სიბნელე მათ გულებში,გონებაში კი ფიქრი შავბნელი.წყურვილი ძალაუფლებისა და სწრაფვა სრულყოფილებისკენ.თუმცა ამათ გარდა იყვნენ ისინი,ვინც ჩრდილებში იმალებოდნენ.გონებამახვილნი,რომლებიც ძალაუფლებას ქვესკნელში ეძიებდნენ და ბატონობდნენ ბოროტ ძალებზე.
      ჩესტერსმილი-ადგილი,სადაც მზის სხივნი ვერ ბედავენ შეჭრას.სადაც ყოველი ბოროტი იდებს ბინას.ეს ადგილი თბილისის ერთ-ერთ მივარდნილ ადგილას,ჩრდილების სამფლობელოშია,რომელიც სატახტო ქალაქია მკვლელეთათვის.სწორედ აქ სახლობს ის,ვისაც ყოველი დეტალი ხიბლავს ბნელეთისა.კრეფს ინფორმაციას სხვათა ცხოვრებაზე და სახავს გეგმას მათი გულების მოპარვისა.სრულყოფილი დანაშაული!-აი ეს არის მისი მიზანი.არსება,რომლის გულსაც არ ათრთობს ქარის  ნაზი ქროლვა,ქალის ღიმილი,დედის ცრემლი,მამის თავგანწირვა.მისი წყურვილი,დაუძლეველი წყურვილია ქალთა სხეულიდან გულის მოწყვეტა.მიდი სარდაფი სავსეა ქილებით,ხოლო ქილებში სხვადასხვა ზომის გული ფეთქავს.ფეთქავს ტკივილით და უსუსურობის განცდით.
       მისი სახელი ისეთივე ბნელია,როგორც მისი სული.ბლექი-აი ეს არის ის მკვლელი,რომელიც არ ოცნებობს ქალის გაშლილ თმას შეახოს ხელი,მიეალერსოს მის გრძელ კისერს,ვნებით მთრთოლვარე ტუჩებს,ოფლდასხმულ მკერდს.მას მხოლოდ ერთი სურვილი კლავს,სურვილი ყოველი გულის დაპყრობის...
        მისი სამყოფელისა და ვინაობის დასადგენად FBI-ს აგენტი ინგლისიდან საქართველოსკენ გამოემართა.

Wednesday, November 6, 2013

მფეთქავი გული

This is the end...-"ეს დასასრულია!"-ამოიკითხა გოგონამ კედელზე უსიცოცხლოდ მილურსმული კალენდრიდან.ღრმად ჩაისუნთქა და შეუდგა ტანსაცმლის შერჩევას.ხელი დაავლო კარადაში ლოლოებივით ჩამოკიდებულ პიჯაკსა და შარვალს.გადასწია ფარდა,რომელიც სუნთქვაშეკრული მოძრაობდა.გარეთ სითეთრე იყო.მოჩანდა მზე,რომელიც ცდილობდა თავის დაღწევას და ღრუბლების ჯაჭვებისაგან გათავისუფლებას.იბრძოდა მისი ყოველი სხივი და მათი მოძრაობა ალღობდა მოცეკვავე თოვლისგან ტოტებზე დახატულ ფიგურებს.
ისევ ამოსუნთქვა,გოგონას გულისცემასთან ერთად ირხეოდა ფანჯარაზე ჩამოშვებული თეთრი ფარდა.ყოველივე თეთრი იყო,გარდა მისი ფიქრებისა.
        შეიმოსა ქალი და კვლავ უძგერდა გული,კვლავ ტივტივებდნენ შავი ფიქრები გონებაში და ამღვრევდნენ გრძნობებს.

Saturday, October 26, 2013

პოკერი

Georgia,year 2013,summer
The building of  the university
Room 203
         აუდიტორიაში თამამი ნაბიჯებით შედის გოგონა
-knock,knock...გავიგე,რომ მეძებდი
-ხო,შემოდი.მინდა ამას გადახედო.შეძლებ,რომ გააკეთო?-წელში გამარტული ლექტორი მშვიდი სახით აწვდის გოგონას საქაღალდეს
გოგონა გამოართმევს და დააცქერდება
-მმ...საინტერესო ჩანს.რა ვიცით მასზე?კონკრეტულად რას ვეძებთ?
-მართლაც,საინტერესო ტიპაჟია,ამაყი,რისკიანი.პოკერს კარგად თამაშობს.შენ გგავს ბლეფზე მარტივად მიდის
-მაშინ რას ვერჩით?-ფანჯრის რაფაზე მიყრდნობილი ეკითხება
-იმას,რომსადაც მიდის ყოველტვის იგებს და ასე ვთქვათ ყველა კაზინოს აკოტრებს.ფიქრობენ,თაღლითია მაგრამ ვერ გამოიჭირეს.იქნებ შენ შეძლო?!
-ძალიან კარგი,როგორც ჩანს დგეს პოკერის თამაში მომიწევს.-ეშმაკურად ჩაიცინებს.
       კაცი აწვდის ფულის დასტას.
-ოღონდ ბევრი არ დახარჯო
-ნუ ღელავ,გზის ფულს დავიტოვებ.-თამამად გაიღიმებს,გასასვლელისკენ გაემართება-ფრთხილად იყავი ძალიან ეშმაკია.უკან არ იხევს,არ ნებდებ
-ესეიგი ჩემნაირი ყოფილა,ჰმ...მომწონს ასეტი კაცები,ვნებიანები არიან.


Casino,23:00
           მოთამაშეები მრგვალ მაგიდასთან სხედან.შამპანიური,კარტები და ექვსი პოკერის მოთამაშე.
             თამაში დაიწყო.

Tuesday, October 9, 2012

ტანჯვის გზა



–როგორ გგონია ეს სუფთა კოვზია?
–გაჩუმდი და ერთი ნაჭერი პური აიღე
–მართალია,გირჩევნია ჭამო,თორემ ხომ იცი მთელი დღე მშიერი მოგიწევს ყოფნა
–კი მაგრამ ჭუჭყიანია!
–გაჩუმდი,მოდის
–აქ ვინ ჩამომსხდარან,ერთი ამათ უყურეთ,სუპთან ერთად ამდენი პური რად გინდათ?რაო,პატარა არ მოგწონს სადილი? ჰაჰაჰა
          სამი პატარა თავდახრილი ბავშვის შეშინებული თვალები დაჰყურებს მაგიდას,ობიან პურებსა და წვნიანს,რომელშიც ალაგ–ალაგ მორებივით დაცურავს ქინძი,ერთი კარტოფილის ნაჭერი და ცოტაოდენი მაკარონი.აკანკალებულთ ფეხზე დგომით ზემოდან დასცქერის ნახევარძმა,კუნთმაგარი,შურითა და სიძულვილით აღვსილი თვალებით,ცინიკური გამომეტყველებითა და ფუჭი სიამაყით.
–ჯობია მაგათ მალე ჭამონ და ეზოში გავიდნენ,უკვე ჰაერი დაამძიმეს თავიანთი არსებობით ნაბიჭვრებმა.–გაისმა ხმა,ოთახში შემოდის დაბალი,გალეული ქალი,თმაზე თოვლივით გადაპენტილი ჭაღარით,ცივი სახითა და არაფრის მეტყველი თვალებით.ცარიელი,გამოფიტული გრძნობებითა და ემოციებით.წამით გადახედავს ბავშვებს,რომლებიც ისევ თავჩაქინდრულნი სხედან.ქურიდან გადმოდგამს ქვაბს და მაგიდა,რომ არ დაეწვას ცხელ ჭურჭელს სქელ,შავყდიან წიგნზე დადგამს.ცარიელი,უმეტყველო თვალებით გავა  ოთახიდან.