Saturday, October 26, 2013

პოკერი

Georgia,year 2013,summer
The building of  the university
Room 203
         აუდიტორიაში თამამი ნაბიჯებით შედის გოგონა
-knock,knock...გავიგე,რომ მეძებდი
-ხო,შემოდი.მინდა ამას გადახედო.შეძლებ,რომ გააკეთო?-წელში გამარტული ლექტორი მშვიდი სახით აწვდის გოგონას საქაღალდეს
გოგონა გამოართმევს და დააცქერდება
-მმ...საინტერესო ჩანს.რა ვიცით მასზე?კონკრეტულად რას ვეძებთ?
-მართლაც,საინტერესო ტიპაჟია,ამაყი,რისკიანი.პოკერს კარგად თამაშობს.შენ გგავს ბლეფზე მარტივად მიდის
-მაშინ რას ვერჩით?-ფანჯრის რაფაზე მიყრდნობილი ეკითხება
-იმას,რომსადაც მიდის ყოველტვის იგებს და ასე ვთქვათ ყველა კაზინოს აკოტრებს.ფიქრობენ,თაღლითია მაგრამ ვერ გამოიჭირეს.იქნებ შენ შეძლო?!
-ძალიან კარგი,როგორც ჩანს დგეს პოკერის თამაში მომიწევს.-ეშმაკურად ჩაიცინებს.
       კაცი აწვდის ფულის დასტას.
-ოღონდ ბევრი არ დახარჯო
-ნუ ღელავ,გზის ფულს დავიტოვებ.-თამამად გაიღიმებს,გასასვლელისკენ გაემართება-ფრთხილად იყავი ძალიან ეშმაკია.უკან არ იხევს,არ ნებდებ
-ესეიგი ჩემნაირი ყოფილა,ჰმ...მომწონს ასეტი კაცები,ვნებიანები არიან.


Casino,23:00
           მოთამაშეები მრგვალ მაგიდასთან სხედან.შამპანიური,კარტები და ექვსი პოკერის მოთამაშე.
             თამაში დაიწყო.
              გოგონა ერთობა,სიამოვნებას იღებს ბლეფზე წასვლით,მამაკაცები კი- მისი დეკოლტეთი,ნელი მიხვრა-მოხვრით,იდუმალი გამოხედვით...მაგიდასთან უკვე სამი მოთამაშეა.ქალის წინ მისი "დავალება" ზის,რომელიც ამაყას,მოურიდებლად შესცქერის თვალებში,წამით არ ხრის თავს დაბლა.
              კიდევ ერთი დარიგება...გოგონა ნაზად დახედავსთავის კარტს.მამაკაცი ისევ თამამად იყურება
-დროა გახსნათ კარტები
-ორი ტუზი,თანაც შავი,ნიშნის მოგებით ამბობს ყამწვილი
         ქალი ერთხანს შესცქერის,რთულია მის სახეზე რამის წაკითხვა.მამაკაცი წარბს წევს,ვნებიანად უყურებს,ცინიკურად იღიმება.ქალი კვლავ დახედავს კარტს.მასაც ორი ტუზი აქვს,მაგრა არა წითლები..."დავალება"თაღლითია,კარტები გაცვალა.
-საოცარი იქნებოდა მეც,რომ ორი ტუზი მეჭიროს,-აუღელვებლად ამბობს გოგონა
-ალბათ წითლები,- არ დააყოვნა პასუხმა.წარბი ისევ შეხარა და გაიღიმა მამაკაცი.
ქალმა თავი გვერდზე გადახარა,მანაც ასწია წარბი და თვალებში მრისხანებით ჩახედა.კაცი აფირიაქდა.ოთხი შავი ტუზი მაგიდასთან!ტუჩები ოდნავ შეაღო.გუგები თითქოს ქანაობენ თვალის ბუდეში,როგორც აფრები ქარის დროს.საკმარისია ქალმა კარტი გახსნას და ყველაფერი დამთავრდება.მამაკაცს თაღლითობის მუხლით  გაასამართლებენ.სამუდამო თავისუფლების აღკვეთა ელის...
-ფოლდი,-უცებ გაისმა ხმა.ქალმა დატოვა სათამაშო მაგიდა
              ყმაწვილი აგრძელებს თამაშს.ბოლო დარიგებაა.მოოგებული კი მხოლოდ ერთი იკნება.
             ხალხი ულოცავს გამარჯვებულს.თუმცა იგი გაურკვევლობაშია,არ სჯერა,რომ გადარჩა,ვერ გამოიჭირეს.ჩუმად ზის სავარძელში.თვალებს აღარ აცეცებს.მხოლოდ მაგიდას დასცქერის.
              გოგონა გადის შენობიდან
               მამაკაცი უდაბნოში მოხეტიალესავით დაეწაფება შამპანიურის ცივ წვეთებს.ვინ იცის რა აზრი ტრიალებს მის გონებაში.გრძნოობს კი რამეს? თუ გადარცენის ინსტიქტი ხტის თამამად?იქნებ სინდისი ღაღადებს წამით?

The same night
The bridge of peace
03:15 p.m.

                ფიქრით გასცქერის ჰორიზონტს ქერა ქალი.ლამპიონებით განათებულ ქალაქს უცქერს და ამავედროს ვერაფერს ხედავს.ქარი მის გაშლილ თმას ეალერსება,რომელიც მკერდს წვდება სიგრძით.თავი მაღლა აქვს აწეული,მხრებში გამართული ქუსლებზე მყარად დგას.მის ლერწამივით  ტანს შავი შარვალი მძლავრად მოკვრია და ზედა ტანზეც შავი ფერი მოსავს,თუმცა არა ფარავს მის თეთრ მკლავებსა და მკერდს
                ქალი ფიქრში იძირება,ქალაქი კი წყვდიადში
                 ...ღამეა ჩუმი და ქარიანი.
                   პოკერში გამარჯვებული კი საწოლზე წევს,კედლებს შესცქერის,რომლებზეც გარედან შემოსული ლამპიონების სინატლე უცნაურ ჩრდილის ფიგურებს ხატავს
                      და ისევ ღამეა,ჩუმი და ქარიანი...

No comments:

Post a Comment