Saturday, September 16, 2017

ქალი ჯარისკაცის ფიქრები

      
კვლავ მორიგი თავნება დილა გათენდა ქარის ქროლვითა და პრანჭია მზის სხივებით გამთბარი.სასიამოვნოდ გრილა.ირგვლივ სრული სიჩუმეა.საოცარი სინათლეა,არავინ დადის ქუჩაში,სძინავთ.ყველას სძინავს მე კი...მე? ვინ ვარ მე? ვინ ვიყავი ოდესმე? ჩემს თავზე ფიქრიც კი არ მსურს... დღეს ჯარში მივდივარ.ალბათ გააკვირვებთ ლამაზი ქალის ხილვა,კვლავ მომიწევს იმის მტკიცება,რომ მე ძლიერი ვარ.
    აი უკვე იმ ტერიტორიაზე ვარ,სადაც ჩემი უბადრუკი ცხოვრების კიდევ ერთი ბილიკი უნდა გავიარო და სულ ამაოდ დავიწყო და დავასრულო სამსახური აქ.ჯარის მეთაურები ბარგს ამოწმებენ,ვხედავ რომ რამდენიმე გოგონა დგას რიგში.ვერ ვხედავ მათ სახეს,მხოლოდ ზურგს ვუცქერ,მაგრამ ისმის მათი გასაოცარი ჟრიამული.უხარიათ!აჰ,რა საბრალოები არიან.მახსოვს ჩემი თავი,როდესაც აღელვებულმა შევაღე იმ დამღუპველი ცხოვრების კარი,რომელმაც დამაცარიელა...ბიჭები კი ისეთი გამოუცდელები არიან,მათზე ვერც იტყვი რომ შესაძლოა ერთ დღეს თავგანწირული,ღირსეული ჯარისკაცები დადგნენ.მათი მოსვლის მიზეზი ნათელია,ჯარი ხომ სავალდებულოა მამაკაცთათვის.მაგრამ ისე საცოდავად ჟრიამულობენ,ხუმრობენ და უცქერენ ქალებს,რომ საშინელი სიძულვილი მიპყრობს.აუტანელია მათი ცქერა...

   აი მეთაურებმა ბევრი საინტერესო ნივთი გადაუყარეს ჩანთებიდან მომავალ ჯარისკაცებს.მე ვიტყოდი უფრო სასაცილო.ისმის პრეტენზიები,შემდეგი კი მე ვარ რიგში.ჩემს  ბარგს წარმოადგენს შავი ტანსაცმელი,შავი წიგნაკი და კალამი.ზეადმხედველი კმაყოფილი მიკრავს თავს,ეს ნიშნავს რომ ყველაფერი შემიძლია წავიღო თან და სიამაყის გრძნობით აღვსილი მივემართები შენობისკენ.ვიღაც თეთრი,სუსტი გარეგნობის ბიჭი მეწევა,ჩემთან ერთად დგამს ნაბიჯებს და მეუბნება: