Monday, July 23, 2012

ანინა

         ცხელი დღე,მწველი მზე და სრული უსიცოცხლობაა ჩემ ირგვლივ.ასეთ დღეს,როდესაც არც კი ვიცი რა რიცხვია,კვირის რომელი დღეა,ვიწყებ ბლოგერობას!
არა,ეს გადაჭარბებული ნათქვამია,მე უბრალოდ დროდადრო დავწერ ხოლმე რაც თავში მომივა.რად მინდოდა ინტერნეტსივრცე,ეს გვერდი მაშინ,როდესაც შემეძლო დღიურშიც მეწერა,მაგრამ მსურდა უბრალოდ რაიმე ჩემი მქონოდა და როგორც ხედავთ ეს orcxobila.blogspot.com–ია.
       პირველი პოსტია და ისიც ანინაზე ვწერ,სხვა ბლოგერზე,რომელსაც არც ვბაძავ,არც მის გაკრიტიკებას ვაპირებ,არც მშურს,უბრალოდ მიზიდავს მისი წერის სტილი.თავისუფალი,ლაღი,დადებითი პოსტები აქვს და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე.საოცარი გოგონაა,ამავედროს ამოუცნობი.რთულია გაიგო როგორია,ის ხომ ყველა პოსტში სხვანაირია.ვფიქრობ,წერს გულწრფელად...(ყოველშემთხვევაში ასე მეჩვენება და მომწონს)პირდაპირი,თამამი და ლაღია.
რატომ ვწერ მასზე?ალბათ მისი წერის სტილით ვარ აღტაცებული.ბევრჯერ მიფიქრია რა აქვს მის პოსტებს განსხვავებული?მიძებნია ის დეტალი,რომლითაც გამოირჩეოდა,თუმცა შეკრულ კვანძს ვერ ვხსნიდი.ახლა მივხვდი,არვიცი რამდენად სწორად,მაგრამ ვიცი რითიცაა ასეთი განსაკუთრებული ,თავისი ხასიათით,რასაც ბლოგზეც კარგად წარმოაჩენს.აქვს ოთხი საინტერესო წესი:


        რაღაც მოხსენება თუ ბიოგრაფიული ნარკვევი გამომდის...უბრალოდ ვფიქრობდი,რამდენჯერ გაგვიშვია საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსი ხელიდან,რამდენს ჩაუვლია ქუჩაში ჩვენთვის  გვერდზე,რამდენი შეიძლებოდა ყოფილიყო ანინასავით საყვარელი.თუმცა არა,ანინა მხოლოდ ერთია,საოცარი,სასიამოვნო,მომხიბვლელი წერის სტილითა და ბრუნეტკით...

(გაიცანით თავად და დარწმუნდებით: www.aninaland.wordpress.com )