Wednesday, November 6, 2013

მფეთქავი გული

This is the end...-"ეს დასასრულია!"-ამოიკითხა გოგონამ კედელზე უსიცოცხლოდ მილურსმული კალენდრიდან.ღრმად ჩაისუნთქა და შეუდგა ტანსაცმლის შერჩევას.ხელი დაავლო კარადაში ლოლოებივით ჩამოკიდებულ პიჯაკსა და შარვალს.გადასწია ფარდა,რომელიც სუნთქვაშეკრული მოძრაობდა.გარეთ სითეთრე იყო.მოჩანდა მზე,რომელიც ცდილობდა თავის დაღწევას და ღრუბლების ჯაჭვებისაგან გათავისუფლებას.იბრძოდა მისი ყოველი სხივი და მათი მოძრაობა ალღობდა მოცეკვავე თოვლისგან ტოტებზე დახატულ ფიგურებს.
ისევ ამოსუნთქვა,გოგონას გულისცემასთან ერთად ირხეოდა ფანჯარაზე ჩამოშვებული თეთრი ფარდა.ყოველივე თეთრი იყო,გარდა მისი ფიქრებისა.
        შეიმოსა ქალი და კვლავ უძგერდა გული,კვლავ ტივტივებდნენ შავი ფიქრები გონებაში და ამღვრევდნენ გრძნობებს.