Saturday, September 16, 2017

ქალი ჯარისკაცის ფიქრები

      
კვლავ მორიგი თავნება დილა გათენდა ქარის ქროლვითა და პრანჭია მზის სხივებით გამთბარი.სასიამოვნოდ გრილა.ირგვლივ სრული სიჩუმეა.საოცარი სინათლეა,არავინ დადის ქუჩაში,სძინავთ.ყველას სძინავს მე კი...მე? ვინ ვარ მე? ვინ ვიყავი ოდესმე? ჩემს თავზე ფიქრიც კი არ მსურს... დღეს ჯარში მივდივარ.ალბათ გააკვირვებთ ლამაზი ქალის ხილვა,კვლავ მომიწევს იმის მტკიცება,რომ მე ძლიერი ვარ.
    აი უკვე იმ ტერიტორიაზე ვარ,სადაც ჩემი უბადრუკი ცხოვრების კიდევ ერთი ბილიკი უნდა გავიარო და სულ ამაოდ დავიწყო და დავასრულო სამსახური აქ.ჯარის მეთაურები ბარგს ამოწმებენ,ვხედავ რომ რამდენიმე გოგონა დგას რიგში.ვერ ვხედავ მათ სახეს,მხოლოდ ზურგს ვუცქერ,მაგრამ ისმის მათი გასაოცარი ჟრიამული.უხარიათ!აჰ,რა საბრალოები არიან.მახსოვს ჩემი თავი,როდესაც აღელვებულმა შევაღე იმ დამღუპველი ცხოვრების კარი,რომელმაც დამაცარიელა...ბიჭები კი ისეთი გამოუცდელები არიან,მათზე ვერც იტყვი რომ შესაძლოა ერთ დღეს თავგანწირული,ღირსეული ჯარისკაცები დადგნენ.მათი მოსვლის მიზეზი ნათელია,ჯარი ხომ სავალდებულოა მამაკაცთათვის.მაგრამ ისე საცოდავად ჟრიამულობენ,ხუმრობენ და უცქერენ ქალებს,რომ საშინელი სიძულვილი მიპყრობს.აუტანელია მათი ცქერა...

   აი მეთაურებმა ბევრი საინტერესო ნივთი გადაუყარეს ჩანთებიდან მომავალ ჯარისკაცებს.მე ვიტყოდი უფრო სასაცილო.ისმის პრეტენზიები,შემდეგი კი მე ვარ რიგში.ჩემს  ბარგს წარმოადგენს შავი ტანსაცმელი,შავი წიგნაკი და კალამი.ზეადმხედველი კმაყოფილი მიკრავს თავს,ეს ნიშნავს რომ ყველაფერი შემიძლია წავიღო თან და სიამაყის გრძნობით აღვსილი მივემართები შენობისკენ.ვიღაც თეთრი,სუსტი გარეგნობის ბიჭი მეწევა,ჩემთან ერთად დგამს ნაბიჯებს და მეუბნება:

-ბევრი რამ გადაგიყარეს?მე თითქმის დამიცარიელეს ჩანთა,ქალებს ალბათ უფრო ბევრს გადაგიყრიდნენ,მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს,ტუჩსაცხს და ვინ იცის კიდე-და უაზროდ გადაიხარხარებს.წამით შევჩერდი,ჩემი სასტიკი მზერა ხვდება მის თვალებს.ისიც ჩერდება,წყვეტს სიცილს.მე კი ისევ წელშიგამართული,მკაცრი გამომეტყველებით ვაგრძელებ ჩემს გზას.
    აი შევედი  შენობაში.ვხედავ ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც საერთო ოთახია.ხალხი ირევა,მესმის მათი მხიარული ხმები,რაც უფრო მეტად მაძულებს მათ.მივემართები ოთახის კუთხისკენ,სადაც ვხედავ მართკუთხა საწოლს,პატარა კარადას რომელიც კედელს აკვრია,თითქოს შეშინებული მის ცივ ზედაპირზე ცდილობს თავის დაცვასო.აი მივუახლოვდი და ვხედავ  მაღვიძარას,ერთადერთი სასიამოვნო აღმოჩენა დღეისთვის,ალბათ მეტი არც იქნება.საწოლზე ჩამოვჯექი,არც თუ ისე მოსახერხებელია,მაგრამ დროებით გამოდგება.ვუცქერ თითოეულ ახალწვეულს და მებრალებიან ისინი,ისეთი სუსტები არიან,ისეთი მხიარულნი,ჯერ არ უგემნიათ ცხოვრება.მაგრამ მე? ვიგემე რომ? სწორედ ეს არის მთავარი,ვიცი რა არის ცხოვრება და რა უბადრუკია ყველა ის ადამიანი ვინც მის წინაშე სუსტია.ფართო ღიმილი დასთამაშებთ და ხმამაღლა საუბრობენ ერთმანეთში.გავერთე მათი ყურებით და ვერ  შევნიშნე  როგორ მოუახლოვდა ჩემს გვერდით მდგარ საწოლს ის პრეტენზიული ახალგაზრდა ბავშვი,რომელიც ვითომდა ჩემთან გამოლაპარაკებას ცდილობდა.ინსტიქტურად მივაბრუნე თავი მისკენ როდესაც საწოლზე ჩამოჯდა,ხოლო ამ უკანასკნელმა დაიჭრიალა.სწრაფადვე მოვბრუნდი,თუმცა მოვასწარი შემენიშნა რომ უაზრო ღიმილი მისი სახიდან გამქრალიყო.მადლობა ღმერთს! არც ისეთი სულელი ყოფილა როგორიც ჩანდა.
    აი შემოდის ლეიტენანტი და ძლიერი ხმით აცხადებს:
-სმენა ჯარისკაცებო!სწრაფად დაიკავეთ თქვენი ადგილები.ყოველთქვენგანს დაგირიგდებათ ფორმა,რომელიც რა თქმა უნდა ყოველდღე უნდა ატაროთ. შვიდ საათზე ვიწყებთ დილით ვარჯიშს.არ მჭირდება დამგვიანებლები.ყველანი დილით ზუსტად შვიდ საათზე უნდა იყოთ მოედანზე გასაგებია?ვიკითხე გასაგებია მეთქი?
-დიახ სერ!-ყველამ  ერთხმად შესძახა
-ახლა მოემზადეთ და ზუსტად ათ წუთში სასადილოში იყავით.სადილის შემდეგ ჩაგიტარდებათ ექსკურსია და გაცნობითი გაკვეთილები.გასაგებია?
-დიახ სერ!
     გავიდა თუ არა ლეიტენანტი,სწრაფად ამოვალაგე ჩემი ტანსაცმელი,ბევრი არც არაფერი იყო, და კარადაში შევაწყვე და გავემართე სასადილოსკენ.


თავი II
   სამზარეულო არაფრით გამორჩეული ოთახი იყო,თეთრი კედლებითა და გრძელი მაგიდებით.მზარეულებს ეტყობოდათ ენთუზიაზმით იყვნენ აღსავსენი.ავიღე საჭმელი და დავჯექი მაგიდასთან.ვხედავდი სხვებს  როგორ ჯგუფ-ჯგუფად სხდებოდნენ და საუბრობდნენ.სადილის დასრულებისას ლეიტენანტი წამოდგა.ყველას მოგვიწოდა დაგვესრულებინა ჩვენი სადილი და გარეთ გავსულიყავით.ყველანი მოვეწყვეთ სავარჯიშო მოედანზე,დაგვირიგეს ფორმები და დაგვათვალიერებინეს იქაურობა.არაფერი განსაკუთრებული გარემო არ ყოფილა.მართალია პირქუში ადგილი არ იყო,მაგრამ ვერც საინტერესოსა და ნათელს უწოდებდით.
    ფორმები ჩავიცვით და კვლავ რიგში მოვეწყვეთ.ყველანი ჩუმად იყვნენ.ლეიტენანტი და მისი თანაშემწენი ჩვენ  წინაშე იდგნენ.ლეიტენანტმა გადაწყვიტა  შევემოწმებინეთ რამდენად ძლიერნი ვიყავით ფიზიკურად და სთხოვა რამდენიმე ბიჭს გასულიყო და ეჩვენებინათ რა შეეძლოთ.ყოველი მათგანი ძირს დასცა ლეიტენანტმა,ატყდა ხმაურობა,სიცილი.მე კი ვიდექი და სერიოზული სახით ვუცქერდი მათ საცოდავ მცდელობას და ვგრძნობდი მზერას,რომელიც გვერდიდან მიცქერდა დაჟინებით და აკვირდებოდა ჩემს გამომეტყველებას.ისევ ის საცოდავი ბიჭი იყო,მაგრამ მე ხომ ეს არ მაღელვებდა!საოცარი სიცარიელე იყო ჩემს სულში,ვერაფერს ვგრძნობდი,არაფერი მტკიოდა,ვერ ვხედავდი მიზანს,მხოლოდ ვიცოდი რომ მინდოდა იმ ენერგიისთვის მიმეცა თავისუფლება,რომელიც ჩემს სხეულში ჩაგუბებულიყო და ყოველწამს აქეთ-იქით ექეთქებოდა ჩემს ფიქრებს საზღვრების გარღვევის მოლოდინში.
   ლეიტენანტმა შესძახა:
-არის ვინმე ვინც ათ წამში არ წაიქცევა?,-მსურველი არავინ ჩანდა.მე კი გადავდგი  რამდენიმე ნაბიჯი წინ,მომესმა როგორ ჩაიცინეს ბიჭებმა.
-როგორც ჩანს მსურველი გვყავს,-თქვა ლეიტენანტმა და წინ გამიხმო.მისი მოქნეული ხელი ავიცილე,საწინააღმდეგო შეტევა არ დავაყოვნე და იგი ოდნავ წაბარბაცდა.
-საკმარისია,-თქვა მან და კვლავ დავბრუნდი ჩემს ადგილას.
-კარგი იმპულსები გაქვს,კარატეზე დადიოდით?
-შეიძლება ასეც ითქვას,-ვუპასუხე მშვიდი ხმით
-კარგით შეგიძლიათ დასაძინებლად წახვიდეთ,ხვალ კი დილის შვიდ საათზე ყველანი სავარჯიშოდ ამ მოედანზე იყავით
    ყველანი გავემართეთ საძინებლისკენ.შხაპი მივიღე და მალევე დავწექი.მაღვიძარა დავქოქე და ექვს საათზე დავაყენე.სანამ ჩამეძინებოდა მესმოდა მათი ხმები როგორ ირეოდა ერთმანეთში,შემდეგ კი მომესმა როგორ რეკდა ჩემი მაღვიძარა...

No comments:

Post a Comment