Tuesday, October 9, 2012

ტანჯვის გზა



–როგორ გგონია ეს სუფთა კოვზია?
–გაჩუმდი და ერთი ნაჭერი პური აიღე
–მართალია,გირჩევნია ჭამო,თორემ ხომ იცი მთელი დღე მშიერი მოგიწევს ყოფნა
–კი მაგრამ ჭუჭყიანია!
–გაჩუმდი,მოდის
–აქ ვინ ჩამომსხდარან,ერთი ამათ უყურეთ,სუპთან ერთად ამდენი პური რად გინდათ?რაო,პატარა არ მოგწონს სადილი? ჰაჰაჰა
          სამი პატარა თავდახრილი ბავშვის შეშინებული თვალები დაჰყურებს მაგიდას,ობიან პურებსა და წვნიანს,რომელშიც ალაგ–ალაგ მორებივით დაცურავს ქინძი,ერთი კარტოფილის ნაჭერი და ცოტაოდენი მაკარონი.აკანკალებულთ ფეხზე დგომით ზემოდან დასცქერის ნახევარძმა,კუნთმაგარი,შურითა და სიძულვილით აღვსილი თვალებით,ცინიკური გამომეტყველებითა და ფუჭი სიამაყით.
–ჯობია მაგათ მალე ჭამონ და ეზოში გავიდნენ,უკვე ჰაერი დაამძიმეს თავიანთი არსებობით ნაბიჭვრებმა.–გაისმა ხმა,ოთახში შემოდის დაბალი,გალეული ქალი,თმაზე თოვლივით გადაპენტილი ჭაღარით,ცივი სახითა და არაფრის მეტყველი თვალებით.ცარიელი,გამოფიტული გრძნობებითა და ემოციებით.წამით გადახედავს ბავშვებს,რომლებიც ისევ თავჩაქინდრულნი სხედან.ქურიდან გადმოდგამს ქვაბს და მაგიდა,რომ არ დაეწვას ცხელ ჭურჭელს სქელ,შავყდიან წიგნზე დადგამს.ცარიელი,უმეტყველო თვალებით გავა  ოთახიდან.

Wednesday, August 8, 2012

Dreams...

            რომანტიკოსი ადამიანები მრავლად არიან ჩემ ირგვლივ,მეც ასეთი ვარ.ხშირად ვშორდები რეალობას და ოცნების მორევში ვეშვები.ჩემი ოცნებები უსაზღვროა,მათი ახდენის სურვილი–დაუღალავი.რალისტსაც კი აქვს ოცნება,რომელიც ბრძოლის ჟინს მატებს,უსახავს იმედს ფეხზე წამოდგომისას,თითქოს  შინაგანად გვასაზრდოებს იგი.ზოგი ძნელად მისაღწევზე ოცნებობს,ზოგიც–აუხდენელზე.როგორც კი რაიმეს ავიხდენ ხოლმე,ის უკვე ჩემთვის აზრს კარგავს.თავიდან სიამოვნებას მანიჭებს იმის ცოდნა,რომ მე ეს შევძელი.რამდენიმე დრის შემდეგ კი ვთვლი,რომ რთული სულაც არ ყოფილა და არც რაიმე დაპრკოლებას წარმოადგენდა.
       ამ ზაფხულს დაქალი ჩამომივიდა და ასეთი რამ მითხრა:,,ოცნებაც კი აღარ მაქვს,არაფერზე ვოცნებობ.ადრე ტანსაცმელი მინდოდა,მერე მობილური,ახლა არაფერი მინდა.''
       მისმა ნათქვამმა მაგრძნობინა როგორი ცარიელი იყო.

Monday, July 23, 2012

ანინა

         ცხელი დღე,მწველი მზე და სრული უსიცოცხლობაა ჩემ ირგვლივ.ასეთ დღეს,როდესაც არც კი ვიცი რა რიცხვია,კვირის რომელი დღეა,ვიწყებ ბლოგერობას!
არა,ეს გადაჭარბებული ნათქვამია,მე უბრალოდ დროდადრო დავწერ ხოლმე რაც თავში მომივა.რად მინდოდა ინტერნეტსივრცე,ეს გვერდი მაშინ,როდესაც შემეძლო დღიურშიც მეწერა,მაგრამ მსურდა უბრალოდ რაიმე ჩემი მქონოდა და როგორც ხედავთ ეს orcxobila.blogspot.com–ია.
       პირველი პოსტია და ისიც ანინაზე ვწერ,სხვა ბლოგერზე,რომელსაც არც ვბაძავ,არც მის გაკრიტიკებას ვაპირებ,არც მშურს,უბრალოდ მიზიდავს მისი წერის სტილი.თავისუფალი,ლაღი,დადებითი პოსტები აქვს და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე.საოცარი გოგონაა,ამავედროს ამოუცნობი.რთულია გაიგო როგორია,ის ხომ ყველა პოსტში სხვანაირია.ვფიქრობ,წერს გულწრფელად...(ყოველშემთხვევაში ასე მეჩვენება და მომწონს)პირდაპირი,თამამი და ლაღია.
რატომ ვწერ მასზე?ალბათ მისი წერის სტილით ვარ აღტაცებული.ბევრჯერ მიფიქრია რა აქვს მის პოსტებს განსხვავებული?მიძებნია ის დეტალი,რომლითაც გამოირჩეოდა,თუმცა შეკრულ კვანძს ვერ ვხსნიდი.ახლა მივხვდი,არვიცი რამდენად სწორად,მაგრამ ვიცი რითიცაა ასეთი განსაკუთრებული ,თავისი ხასიათით,რასაც ბლოგზეც კარგად წარმოაჩენს.აქვს ოთხი საინტერესო წესი:


        რაღაც მოხსენება თუ ბიოგრაფიული ნარკვევი გამომდის...უბრალოდ ვფიქრობდი,რამდენჯერ გაგვიშვია საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსი ხელიდან,რამდენს ჩაუვლია ქუჩაში ჩვენთვის  გვერდზე,რამდენი შეიძლებოდა ყოფილიყო ანინასავით საყვარელი.თუმცა არა,ანინა მხოლოდ ერთია,საოცარი,სასიამოვნო,მომხიბვლელი წერის სტილითა და ბრუნეტკით...

(გაიცანით თავად და დარწმუნდებით: www.aninaland.wordpress.com )