Wednesday, November 6, 2013

მფეთქავი გული

This is the end...-"ეს დასასრულია!"-ამოიკითხა გოგონამ კედელზე უსიცოცხლოდ მილურსმული კალენდრიდან.ღრმად ჩაისუნთქა და შეუდგა ტანსაცმლის შერჩევას.ხელი დაავლო კარადაში ლოლოებივით ჩამოკიდებულ პიჯაკსა და შარვალს.გადასწია ფარდა,რომელიც სუნთქვაშეკრული მოძრაობდა.გარეთ სითეთრე იყო.მოჩანდა მზე,რომელიც ცდილობდა თავის დაღწევას და ღრუბლების ჯაჭვებისაგან გათავისუფლებას.იბრძოდა მისი ყოველი სხივი და მათი მოძრაობა ალღობდა მოცეკვავე თოვლისგან ტოტებზე დახატულ ფიგურებს.
ისევ ამოსუნთქვა,გოგონას გულისცემასთან ერთად ირხეოდა ფანჯარაზე ჩამოშვებული თეთრი ფარდა.ყოველივე თეთრი იყო,გარდა მისი ფიქრებისა.
        შეიმოსა ქალი და კვლავ უძგერდა გული,კვლავ ტივტივებდნენ შავი ფიქრები გონებაში და ამღვრევდნენ გრძნობებს.

         საქართველოს მიწა დაეფარა თოვლს,მაგრამ ამ სახელს მხოლოდ ქართველი თუ უწოდებდა რუსეთის ახალ ტერიტორიას.მას უკვე აღარ ჰქონდა საკუთარი სახელი.ეს იყო ადგილი,სადაც მხოლოდ ხეები და ფოთლები თუ სუნთქავდნენ.მიწის ქვედაფენაში კი ღრმად გამჯდარიყო ძველ მებრძოლ ქართველთა სისხლი,მის ზედაფენას სისიხლის კვალი არ აჩნდა,მხოლოდ სირცხვილის,თავმოყვარეობის შელახვისა და დამცირების...თოვლის ფენას ყოველივე ერთ სიბრტყეზე გაესწორებინა.იყო საზღვარიც,მას ვერავინ შენიშნავდა,რომ არა რუსი ჯარისკაცები.
        იყო სუსხი და ქროდა ქარი.მზე თანდათან ჩადიოდა,მოასწავებდა ღამის მოახლოებას.პრეზიდენტის სასახლეში ქვეყნის ბედი წყდებოდა.ომი თუ მშვიოდბა?არჩევანი დიდი არ იყო.სურდათ მშვიდობა,მაგრამ შეუძლებელი იყო.იყვნენ სამშობლოს ერთგულნი და მოღალატენი,მედროვენი და დროზე ძლიერნი,თავმოყვარენი და დაცემულნი.ბჭობდნენ და ყვიროდნენ...ჟღერდა ფრაზებიც:
-ხალხის გაწირვას სჯობს ვაღიაროთ საქართველო რუსეთის ტერიტორიად!
-არ იქნება სისხლისღვრა,მართალია ვაღიაროთ!
-ეს ყოვლად დაუშვებელია,ჩვენ ქართველები ვართ!
-დავიხოცებით!
-დაე,მოვკვდეთ!
-ეს შეურაცყოფაა!
-გადარჩენისთვის ბრძოლაა!
-ჩვენ უკვე დავკარგეთ ბევრი ადამიანი,ვინც გადარჩა გაიქცა და უსახლკაროა,ვეღარ დავაბრუნებთ,ეს სოხუმის მაგალითიდანაც ჩანს
-თუ დავნებდებით და სიამაყის გამო არ გავდიდგულდებით,რუსეთი იმ ტერიტორიებზე მაინც შეუშვებს ხალხს,საიდანაც გამოყარეს
-ეს ქვეყნის დაკნინებაა,როგორ თქვენ გინდათ მსოფლიოს წინაშე შევრცხვეთ?
         სხვათა ხმები ჟღერდა ოთახში,გული ყველას უძგერდა.ზოგს დაპირებული ფულის მიღეისთვის,ზოგს-თავმოყვარებოის შელახვის გამო,ზოგი შიშისგან თრთოდა,თუმცა ძგერდა კი რომელიმე მათგანი სიყვარულით?ეძლეოდა მათ გონებას ფიქრი იმისა,თუ რაოდენ ტკბილია მამული,რომლიც პატივისცემას,დაცვასა და შენებას ბავშვობიდანგვინერგავდნენ...და სად იყვნენ რეალურად მოყვარულნი,მებრძოლნი და და უშიშარნი? ან რომც ყოფილიყვნენ მათ ვინმე მოუსმენდა? ჰკითხავდნენ კი რამეს?
         ზამთარი კვლავ ზამთრობდა,დაედუმებინა ყოველივე,თითქოს ბუნება გლოვობდა და თეთრი ცრემლით დასტიროდა გარდაცვალებას...
          ნუთუ ქართველმა მხლოდ ფურცლიდან უნდა  ამოიკითხოს ერთდროს არსებული მისი ქვეყბის შესახებ?-ფიქრობდა გოგონა,რომელიც ქვეყნის ლიდერებს შესცქეროდა თბილ ოთახში,ამ დროს კი ყოველი ძარღვი უთრთოდა. ეგონა იგრძნობდა სიბრაზეს,ბოღმას,მაგრამ არა!-ეს სულ სხვა იყო.სურვილი გადარჩენის,სამშიბლოს გადარჩენის!არ ფიქრობდა როგორ შეძლებდა ამას,მხოლოდ სურდა...ქართველებს ხომ მხოლოდ გვსურს და ვამბობთ,რომ რეალობა არ გავს ზღაპარს,სადაც ყოველივე მიღწევადია.სადაც არ არის დასასრული,მაგრამ ხომ შეიძლება იყოს დასასრული.ოღონდ არა კარგის,არამედ ცუდის?-ფიქრში გართული გოგონა წამოდგა სკამიდან,მიისწრაფოდა ფანჯრისკენ,სადაც შეძლებდა თავისუფლების დანახვას,მის შეგრძნებას.ქუსლიანი ფეხსაცმლით მოსილი ისე მსუბუქად გაემართა,მისი ნაბიჯების ხმაც არავის სმენია.რამდენიმე წუთი ხელებგადაჯვარედინებული,შავებში მოსილი ქალი ფანჯარასთან მსუმარედ იდგა და დუმდნენ ქარებიც...თვალი შეავლო ლაპარაკში გართულთ,გადადგა ორიოდე ნაბიჯი,დაავლო ხელი მისთვის უცნობი მამაკაცის ბიუსტს და ფანჯარას ესროლა.დაიმსხვრა მინა,შემოვარდნილი ჰაერი კი თმას უშლიდა და ტალღასავით აღელვებდა
        მოსაუბრენი დადუმდნენ.ამოისუნთქეს,მიწყდა ხმაური.ზოგი მათგანი ჩამოჯდა და დანებდა სხეულის სიმძიმეს
-ის ბიჭები დაგვჭირდებიან,რომელბიც ავღანეთში იბრძოდნენ ან იბრძვიან,თუ საჭიროა დავაბრუნებთ მათ.ასევე ყველა ის მამაკაცი,ვინც იარაღის ხმარება იცის-თქვვა ქალმა.
ეს სიტყვები იმდენად მტკიცე იყო არ საჭიროებდა თანხმობას ან უარყოფას...
         გადაწყვეტილება მიღებული იყო,ბრძოლა სისიხლის უკანასკნელ წვეთამდე.შესაძლებლობა ეძლეოდათ გადმოეტანათ წიგნში წაკითხული საგმირო საქმეები რეალობაში.
       ...ციოდა,თოვა აღარ იყო.ხეებზე ლოლოები ეკიდა.ხოლო მიწა,როგორ შეეძლო მას ამდენის ატანა?ნაომრის კვალი ჩანდა ირგვლივ.ახლად გავლებულ საზღვარზე კი ისევ დროშა ფრიალებდა,დაფლეთილი და ომგამოვლილი.თუმცა ღირსეული,რადგან ჩნდა მამაც მეომართა სისხლი.საქართველოს დროშა,საქართველოს კუთვნილ მიწაზე იყო!
         დიდი ყინვა იყო,დახოცილთა რაოდენობა კი უფრო დიდი...
          ბრძოლის ველთან,ახლო შენობაში,დაფლეთილი სამოსითა და ტკივილებით მეომარი ჯარისკაცები იყვნენ.საუბრობდა ყველა,დიდი თუ პატარა წოდების,სოფელი თუ მსოფლიო,თუმცა სიტყვები არაფერს ამბობდნენ,მხოლოდ გრძნობები  და სიამაყე ყვებოდა ამბავს...არ იყო სიხარულიარც კარგი დარი,,არც მზე და არც სითბო-ის სანატრელი...
       იარაღით ხელში ყმაწვილნი ორი კვირის განმავლობაში ისევ შენობაში წარბშეუხრელად  იდგნენ.ზოგი ფიქრობდა რომ გაიმარჯვა,ზოგი ელოდა დარტყმას,ზოგს სურდა სიმშვიდე ,ზოგს ტკივილების დაამება.ისინი არაფერს ამბობდნენ,მხოლოდ ფიქრები ხატავდნენ სამოთხეს....
-რუსეთი დანებდა,-მაუწყებლობდნენ ტელევიზიები
      ბრძოლაგადატანილთ სუფთა ტანსაცმელი დაურიგეს.იმავე შენობაში,სადაც გამაგრებულნი იყვნენ ჯარისკაცები,მთავრობის პირებს შეხვდნენ.მოეწყო "საზეიმო ვახშამი".კვლავ საუბრობდნენ,ამხნევებდნენ და აქებდნენ ერთმანეთს,ისმოდა ფრაზა:ეს დასასრულია!-მაგრამ იყო კი ასე?ნუთუ არ უნდა ელოდო ცუდს დამარცხებული და განრისხებული მტრისგან?
      გოგონას კვლავ მკაცრად ეცვა,კვლავ ჩუმად უგდებდა ყურს ოთახში გაფანტულ ფრაზებს.კვლავ ამოსუნთქვა...გავიდა გარეთ,მიუახლოვდა რუსეთის მიერ გავლებულ საზღვარს,რომელიც ისევ საქართველოს დაებრუნებინდა.მისი ფეხსაცმელი ღრმად მიჰკვროდა მიწას,გული კი უფრო მეტად.ხელში იარაღი მოემარჯვებინა და იდგა გზის გასაყარზე,მის უკან შენობიდან სიხარულის ხმები გამოდიოდა,მის წინ კი გადაშლილიყო შფოთვით სავსე მდელო.იდგა ამაყას და სუნთქავდა ძლიერ...
         იყო სუსხი,ქორდა ქარი,მთვარე გაუნძრევლად ესვენა ცაზე,ხოლო ვარსკვალავი არ იყო მასზე.
          უკნიდან დიდი ნაბიჯებით ვიღაც მოდიოდა,მიუახლოვდა ქალს,მის გვერდით დადგა,მანაც მოიმარჯვა იარაღი,წარბი შეხარა,აწია თავი და მისი ფეხებიც მიეკრო მიწას.მამაკაცის სხეულზე კი არ ყუჩდებოდა იარები...ქალი უცქერდა,შეაღო ტუჩი,უნდოდა ეთქვა რაღაც,მაგრამ არა,მათი გულისცემა საკმაოდ ბევრს ამბობდა...და ასე იდგნენ ორნი,გაჰყურებდნენ ჰორიზონტს ამაყას,იარაღით ხელში.ეკროდათ სული და იყო სუსხი და ქროდა ქარი...                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               

No comments:

Post a Comment