Sunday, October 12, 2014

მიენდე მზეს...

 
  იყო და არა იყო რა,ამ სამყაროში  სხვა საოცარი რა იქნებოდა თუ არა ცა,მზე,სიმწვანე და სილაღე.მაგრამ როდი იყო საკმარისი ეს ყოველივე ადამიანთათვის.კვლავ იყო სიბნელე მათ გულებში,გონებაში კი ფიქრი შავბნელი.წყურვილი ძალაუფლებისა და სწრაფვა სრულყოფილებისკენ.თუმცა ამათ გარდა იყვნენ ისინი,ვინც ჩრდილებში იმალებოდნენ.გონებამახვილნი,რომლებიც ძალაუფლებას ქვესკნელში ეძიებდნენ და ბატონობდნენ ბოროტ ძალებზე.
      ჩესტერსმილი-ადგილი,სადაც მზის სხივნი ვერ ბედავენ შეჭრას.სადაც ყოველი ბოროტი იდებს ბინას.ეს ადგილი თბილისის ერთ-ერთ მივარდნილ ადგილას,ჩრდილების სამფლობელოშია,რომელიც სატახტო ქალაქია მკვლელეთათვის.სწორედ აქ სახლობს ის,ვისაც ყოველი დეტალი ხიბლავს ბნელეთისა.კრეფს ინფორმაციას სხვათა ცხოვრებაზე და სახავს გეგმას მათი გულების მოპარვისა.სრულყოფილი დანაშაული!-აი ეს არის მისი მიზანი.არსება,რომლის გულსაც არ ათრთობს ქარის  ნაზი ქროლვა,ქალის ღიმილი,დედის ცრემლი,მამის თავგანწირვა.მისი წყურვილი,დაუძლეველი წყურვილია ქალთა სხეულიდან გულის მოწყვეტა.მიდი სარდაფი სავსეა ქილებით,ხოლო ქილებში სხვადასხვა ზომის გული ფეთქავს.ფეთქავს ტკივილით და უსუსურობის განცდით.
       მისი სახელი ისეთივე ბნელია,როგორც მისი სული.ბლექი-აი ეს არის ის მკვლელი,რომელიც არ ოცნებობს ქალის გაშლილ თმას შეახოს ხელი,მიეალერსოს მის გრძელ კისერს,ვნებით მთრთოლვარე ტუჩებს,ოფლდასხმულ მკერდს.მას მხოლოდ ერთი სურვილი კლავს,სურვილი ყოველი გულის დაპყრობის...
        მისი სამყოფელისა და ვინაობის დასადგენად FBI-ს აგენტი ინგლისიდან საქართველოსკენ გამოემართა.

       -საქართველო! რა მზიანი ადგილია.იმედია რაღაც მარტივი საქმისთვის არ მომწყვიტეს ინგლისს! მძულს თბილისი!
      -შენც ხომ ქართველი ხარ?
      -არა,არა! თუ საქართველოში დავიბადე ეს იმას არ ნიშნავს,რომ ქართველი ვარ.სულით ინგლისელი ვარ.სწორედ იქ ვგრძნობ თავს სრულფასოვნად.იგი მავსებს და ძალას მმატებს
      -სისხლი ქართველის გაქვს
      -ბევრს ლაპარაკობ,მანქანა დაქოქე,არ მინდა არაპუნქტულაურობის გამო აქაური დეტექტივების თვალში პატივისცემა დავკარგო.მე ხომ პროფესიონალი ვარ!
       თვალი ჩაუკრა გოგონამ მძღოლს,ჩაჯდა მანქანაში და გაუყვა პოლიციისკენ მიმავალ გზას.გრძნობდა,რომ მიუხედავად მისი გულცივობისა კვლავ ათბობდა სამშობლოს მზე და ნოსტალგია ეძალებოდა.
      თამამი ნაბიჯებით შედის შენობაში,მიემართება სრული თავდაჯერებულობით და აღებს ერთ-ერთი ოთახის კარს,სადაც თათბირია.შეაბიჯა თუ არა ოთახში,ცინიკური ღიმილით შემოსა სახე,ააყენა ერთი ბიჭი სკამიდან,თავად ჩამოჯდა.სკამზე მიყრდნობილი თვალებში შეჰყურებდა კაცს,რომელიც ნათელი იყო თათბირის წარმმართველი იყო.ყველანი დუმდნენ.ხოლო დეტექტივი მის სითამამეს გაურკვევლი გამომეტყველებით შესცქეროდა.აი გოგონამ რამდენიმე წუთის შემდეგ შეატყო,რომ ყველა მას შესცქეროდა და მისგან მოელოდნენ გნამარტებას.აი მანაც დაიწყო:
      -მე ჩაის დავლევ შაქრით,-თქვა ღიმილით ,რომელიც ადასტურებდა მის თავდაჯერებულობას
      -თქვენ ვინ ხართ?-შეჰკადრა დეტექტივმა და წარბები  მაღლა აწია,თითქოს მის მთსავით დიდ თვალებს თოვლის კიდევ ერთი ფენა დაეფინა ზევიდან
       -FBI,ინგლისი.-ისეთივე გამომეტყველებით უპასუხა გოგონამ,რითაც კითხვა იყო დასმული.თვალები ორჯერ დაახამხამა,წამოდგა.კეკლუცად მიუახლოვდა,ჩამოჯდა მის მაგიდაზე და მიუგო დამცინავად:
      -ალბათ ვიღაც შეიარაღებულ ამერიკელს ელოდით,ჰმ! რა დასანანია.თქვენს განკარგულებაში მხოლოდ ჩემი უდიდებულესობაა.საქმეს გამაცნობთ თუ სალონში წავიდე,როგორც ჩანს მანიკიური მაქვს გასაკეთებელი.იცით?ეს ზღვისფერი ლაქი უკვე მომბეზრდა,ალბათ "ფრენჩი" აჯობებს არა?-თქვა და ხელები გაუწოდა ისე თითქოდ მართლა პასუხს მოელისო.
მამაკაცს თვალები არც დაუხრია,ისევ სახეში შესცქეროდა და მშვიდად უთხრა:
        -თათბირი მაქვს,როცა მოვრჩები მაშინ ვისაუბროთ
        -ახ!-გოგონა წამოხტა და კარისკენ გაემართა.გააღო და მობრუნდა
        -თათბირი აღარ გაქვთ!-ანიშნა მსხდომებს გასულიყვნენ და მათაც დეტექტივს შეხედეს
         -ბატონებო,მოგვიანებით ვისაუბროთ.-მშვიდად წარმოთქვამდა იგი სიტყვებს,მაგრამ თვალს არ აცილებდა გოგონას.
ოთახი დაიცალა.მხოლოდ ორნი დარჩნენ.ქალი კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა.
        -იმედია ხვდებით,რომ ეს აღარ განმეორდება,-მრისხანებით მიუგო კაცმა.
        -მე ჩემს ჩაის ველოდები...
        -თავი ვინ გგონიათ?!- წამოხტა განრისხებული მამაკაცი და მუშტი მაგიდას დაარტყა.შემდეგ განაგრძო ხმამაღლა:
         -ადამიანები იღუპებიან,მათი რიცხვი ყოველ წუთს იზრდება და თქვენ კი სასაცილოდაც არ გყოფნით ეს ამბავი
          -ჰო,შეგვიძლია ვარდები ვუყიდოთ,ალბათ წითელი მოუხდება მათ საფლავებს
მამაკაცი გაოცებული შეჰყურებდა ერთხანს.ისევ გოგონამ სცადა სიტუაციის გამოსწორება.სახის ნაკვთები მოადუნა,გაქრა ღიმილი და ახლა საოცარი თანაგრძნობა და სიმშვიდე აირეკლა მის სახეზე.წამოდგა,მიუახლოვდა,დამცინავი კილოს გარეშე უთხრა:
        -მართალი ხართ,ხალხი იღუპება.ვწუხვარ თუ პატვისცემა ვერ გამოვიჩინე თქვენდამი.უბრალოდ მითხრეს,რომ უნდა შეგხვედროდით 5ზე და აი მეც აქ ვარ.მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მაცნობოთ საქმის ვითარება,თათბირი გაქვთ ისეთ საკითხებზე თუ რა ემუქრებათ მათ,ვინც უსაფუძვლოდ გაისვრის ტყვიას და ვინც არ გამოიჩენს მორჩილებას უფროსებისადმი.გთხოვთ მომიტევოთ თუკი ვცდები...
ყმაწვილმა რამდენიმე წამი უცქირა,არაფერი თქვა.გაემართა თავისი მაგიდისკენ,მაგიდაზე დააგდო ყვითელი საქაღალდე და სავარძელში ჩაესვენა.გოგონამ აიღო ფაილი და დააცქერდა.ყმაწვილმა მიუგო:
       -რამდენიმე თვეა თითქმის ყოველდღე ვპოულობთ ახალგაზრდა ქალების გვამებს,რომლებსაც სხეულიდან ამოცლილი აქვთ გულები.ზოგი მიიჩნევს,რომ გასაყიდად გააქვთ,ზოგის აზრით საქმე რაიმე რიტუალათან გვაქვს,თუმცა ვერც ერთის დამადასტურებელი მასალა ვერ აღმოვაჩინეთ.
       -პატრულირება გააძლიერეთ?
       -ყველა საჭირო ზომას მივმართეთ,მაგრამ უშედეგოდ.
       -რა ვიცით მასზე?
       -თითქმის არაფერი,მხოლოდ ზედმეტსახელი -"ბლექი".არც ანაბეჭდები გვაქვს,მოჩვენებასავითაა
       -რა ადგილებში ხდება მკვლელობები?
       -დედაქალაქის თითქმის  ყველა უბანში
       -დღის რა პერიოდში?
       -ღამით
       -კავშირი არის დახოცილთა შორის?
       -არავითარი
       -რა გარეგნობა,ასაკი,რა ტიპაჟებს კლავს?
       -სხვადასხვა ასაკის,ტიპაჟი-ყველა განსხვავებული.არიან ქერები,შავგვრემნები,ცისფერთვალება,დაბალი,მაღალი,მსუქანი,გამხდარი.
       -ესეიგი არაფერი საერთო
       -საერთოდ არაფერი
      -რა ადგილებში იპოვეთ გვამები?არის ახლომახლო სკოლა ან რაიმე შენობა?
      -არა,ყველა გვამი გაჩერებაზეა ნაპოვნი.რას ვაპირებთ?
      -თქვენ არაფერს,მე მარტო ვმუშაობ
      -კი მაგრამ...
      -არავითარი მაგრამ!აქ ჩამოსვლაზე მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი,რომ ჩემს ყველა სურვილს დააკმაყოფილებდნენ.მე კი ასე მსურს,მომაწოდეთ ყველა გარდაცვლილის ფოტოსურათი გარდაცვალებამდე და შემდეგ.მათი საცხოვრებელი ადგილის მისამართები,ასევე გაესაუბრეთ მათ ახლობლებს და გაარკვიეთ საღამოს სად ატარებდნენ ხოლმე.თქვენგან მხოლოდ ეს მჭირდება .
გოგონა გაემართა კარისკენ,გააღოო და კიდევ ერთხელ მიმართა ღიმილით:
      -სხვათაშორის ჩაის ისევ ველოდები...
დატოვა გოგონამ ოთახი.მიმღებში ითხოვა თბილისის რუკა,კალამი,შევიდა დაკითხვის ოთახში  და დაიწყო მუშაობა. ათი წუთის შემდეგ დეტექტივის თხოვნით ერთმა პოლიციელმა ჩაი მიართვა.მანაც კეკლუცად გაუღიმა და მადლობა გადაუხადა.
სანამ იგი გართული იყო თავისი საქმით,ბიჭი შემოიყვანეს ოთახში დასაკითხად და სთხოვეს,რომ გასულიყო.იგი გავიდა,თუმცა მინის მეორე მხრიდან უცქერდა.
ეჭვმიტანილს ამაოდ ემუქრებოდნენ და უყვიროდნენ პოლიციელნი,იგი მაინც ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებდა ცვლილების გარეშე.რომ ვერაფერს გახდნენ იგი კამერაში დააბრუნეს,ახლა კი მისი თანამზრახველი შემოიყვანეს.ეს ყმაწვილი ბევრად დაბნეული ჩანდა.ეტყობოდა რომ ასეთ სიტუაციაში პირველად იყო.ისიც იმავე ტექსტს ყვებოდა შეუცდომლად.ისევ ვერაფერს გახდნენ გამომძიებლები.გოგონამ მათი უმწეო მდგომარეობის გამოსწორება  სცადა და სთხოვა დეტქტივს,რომ სიამოვნებით დაკითხავდა მათ თუკი  ამის ნებას მისცემდნენ.დეტექტივი დათანხმდა.გოგონამ მოითხოვა  თანამზრახველები დასაკითხ ოთახში ერთად დაესხათ და ასე მოესმინათ მათთვის.ასე რომ ოთახში აღმოჩნდნენ ოთხნი: ორი ეჭვმიტანილი,ერთი პოლიცილეი და ინგლისელი გოგონა.ბიჭებმა კვლავ დაიწყეს ერთი და იგივე  ამბის მოყოლა,ხოლო FBI-ის  აგენტი კარგად მოთავსებულიყო სკამზე და მათ არც კი უცქერდა.რამდენიმე წუთის შემდეგ წარმოთქვა:
      -რა დამღლელია!-და მოულოდნელად დანა ესროლა ერთ-ერთს კისერში.სისხლის წვეთები იფანტებოდა ჰაერში.დაჭრილი აფართხალებდა ხელებს,ებრძოდა სიკვდილს.დაბნეული პოლიციელი სკამიდან წამოვარდა,ხოლო დეტექტივი მოულოდნელობისაგან გაოცებულიყო და გაშეშებული იდგა მინის მეორე მხარეს.გოგონა მეორე ყმაწვილს მიუბრუნდა ,რომელიც აცახცახებულიყო და ხედავდა როგორ  კვდებოდა მისი  თანამზრახველი.გოგონამ მიმართა:
       -ორი წუთი გაქვს სიმართლის სათქმელად თორემ მასზე უფრო ნელი სიკვდილით გაგისტუმრებ ჯოჯოხეთში.
შეშინებულმა ბიჭმა ყველაფერი თქვა,შეშფოთებული პოლიციელი კი კვლავ ფეხზე იდგა და გონს მოსვლას ცდილობდა.როდესაც ყმაწვილმა დაასრულა მოყოლა,გოგონა ადგა,მაისური გახადა,დაჭრილს დანა ამოაძრო და კისერი მაგრად შეუკრა.შემდეგ კი სთხოვა პოლიციელს სანამ მოკვდებოდა სასწრაფო გამოეძახათ.ქალმა დატოვა ოთახი.გაგიჯებული და შეძრწუნებული დეტექტივი კი ყვირილით მივარდა:
      -ამიხსენით ეს რას ნიშნავს?!ხომ არ შეიშალეთ?! რას აკეთებთ?!
      -დამშვიდდით,გადარჩება.ახლა მადლობას უნდა მეუბნებოდეთ,რომ დაგეხმარეთ.მე რომ არა არაფერს გეტყოდათ
      -თქვენ რომ არა საცირკო წარმოდგენები არ იქნებოდა!-შეჰყვირა დეტექტივმა.ქალმა შეხედა,არაფერი თქვა და გაეცალა იქაურობას.
       მეორე დილას დეტექტივს თავის კაბინეტში გოგონა დახვდა.იგი ფანჯარასთან იდგა და გადასცქეროდა ქალაქს,როგორც კი დეტექტივმა შეაბიჯა,ქალმა მიმართა ისე რომ არც კი მობრუნებულა:
       -გგონიათ მარტივია ცივი და გულგრილი ადამიანის ნიღბის ტარება?გვიხდება ცხოვრებაში დაუნდობელნი,სასტიკნი და შეუბრალებელნი ვიყოთ,რათა დავიცვათ უსუსურთა სიცოცხლე,რომელთაც საფრთხეს უქმნიან ცივსისხლიანი არამზადები.
მამაკაცი მიუახლოვდა:
      -არ მინდა ჩემს დეპარტამენტში ამგვარი რამ კიდევ განმეორდეს.ქალი მობრუნდა,ერთხანს უმზირეს ერთმანეთს.ქალმა დაარღვია სიჩუმე
      -რაც გთხოვეთ გამირკვიეთ ჩვენს მკვლელზე?
      -კი,აქ არის ყველაფერი რაც გაინტერესებდათ
ბიჭმა გაუწოდა სქელი საქაღალდე.ქალმა გამოართვა და ოთახიდან გავიდა.დიდი ძალისხმევის შემდეგ,გოგონამ გაარკვია რომ ყველა მსხვეპლლი ერთი და იგივე ადგილას იყო მკვლელობიდან რამდენიმე საათით ადრე.თუმცა სხვა ვერაფერი ხელჩასაჭიდი აღმოაჩინა.გადაწყვიტა  იმ უბანში ექირავებინა ბინა და ყოველღამე ეთვალთვალა ხალხისთვის.უცნაურია,მაგრამ მისი გამოჩენის შემდეგ მკვლელობა შეწყდა.ამის მიუხედავად გოგონა მაინც აგრძელებდა თვალთვალს,მაგრამ უცნაურს ვერაფერს ამჩნევდა.მალე დაიღალა უსაქმოდ ყოფნით და გადაწყვიტა,როცა ხალხი ღამით მიაშურებდა ძილის სიზმრების სამეფოს,მას შენობის თავზე მშვილდის სროლაში ევარჯიშა.ასე გავიდა რამდენიმე ღამე.ერთხელაც ,როდესაც ცდილობდა მიზანში ესროლა ისარი,უკნიდან ვიღაცის ხმა შემოესმა:
       -ზედმეტ ძალას ატან
გაოცებული მობრუნდა და მის წინ შავებში ჩაცმული მამაკაცი აღმოჩნდა.მისი თვალები საოცარ სინათლეს ასხივებდა.სავსე მთვარის შუქზე გარკვევით მოჩანდა მისი გარეგნობა.იყო მაღალი,განიერი მხრებით,წელში გამართული ახალგაზრდა ყმაწვილი.გოგონას არაფერი უთქვამს.იდგა ჩუმად,შეჰყურებდა და ვერ გაეგო ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო იგი,ასე თამამი და უშიშარი,ასე ამაყი და მომხიბვლელი.
მამაკაცი მიუახლოვდა,გამოართვა მშვილდი ,სწორად დააკავებინა და გაატყორცნინა.ისარი მიზანს მოხვდა.გოგონა კვლავ ხმას არ იღებდა,მხოლოდ აკვირდებოდა მის საოცრას სითბოთი  სავსე თვალებს.ყმაწვილმა სცადა ისევ მოეზიდა შვილდი,მაგრამ აქ უკვე ქალმა აღარ მოითმინა
       -თეატრალური წარმოდგენა დასრულებულია
       -მხოლოდ დახმარება მინდოდა
       -დამეხმარებოდი  ამდროს სიზმრებში რომ ყოფილიყავი.-თქვა მკაცრად,მიუახლოვდა,მრიცხანედ ჩახედა თვალებში  და კვლავ თავის საქმეს დაუბრუნდა.მამაკაცმა ჩაიცინა,ერთხელაც შეხედა გოგონას და გაუჩინარდა.გოგონაც რამდენიმე წუთში სახლში დაბრუნდა,ცდილობდა აღედგინა გონებაში იყო თუ არა ეს უცნობი მამაკაცი იმ უბნის მცხოვრები.თუმცა ამაოდ,მისთვის თვალი არსად მოუკრავს.
გავიდა დღეები გოგონამ კვლავ მიაშურა სახლის სახურავს.კვლავ ცდილობდა დახელოვნებულიყო მშვილდის სროლაში,თუმცა კარგად მაინც არ გამოსდიოდა.აი ისევ გაისროლა თუმცა საშინელი შედეგით,ძლიერ  ააცილა მიზანს.გაბრაზდა,ნებისყოფაგამოცლილმა დააგდო მშვილდი ძირს,ამოაძრო ისარი და მთელი ძალით გადაისროლა ქუჩაში.მობრუნდა და მისმა თვალებმა მაშინვე შეამჩნია ისევ ის მამაკაცი.ახლა უკვე ჩუმად იდგა და უცქერდა მას.გოგონა დაიბნა.ერთხანს უმოძრაოდ იყო.შემდეგ გონს მოეგო,მიუახლოვდა და უთხრა:
       -ბავშვების ძილის დრო არ მოვიდა?
ბიჭი წამოდგა.აიღო მშვილდი და გაისროლა.მიმართა:
      -თუკი გსურს გასწავლი
გოგონა შემობრუნდა,წასვლა დააპირა,თუმცა უკნიდან ხმა მესმა
     -იცი მშიშარა კურდღელი რას აკეთებს?გარბის.ისე როგორც შენ გარბიხარ.
ქალი მობრუნდა,წარბი აწია.არ ეჯერა რომ ამ სიტყვებს ისმენდა.
ყმაწვილმა განაგრძო,ყოველ წარმოთქმულ სიტყვაზე კი მისკენ დგამდა ნაბიჯს:
   -გეშინია,გეშინია იმის რომ იგრძნო რაიმე თბილი,გეშინია ემოციის გამოხატვის,გეშინია რომ იყო სუსტი,სწორედ ამიტომ ვარჯიშობ,გინდა რომ ძლიერი იყო.სხვას ეგონოს რომ ძლიერი ხარ,მაგრამ ამ ისრის მიზანში მოხვედრებაც კი არ შეგიძლია,იმიტომ რომ შიში გიშლის.ყოველი შენი ამოსუნთქვა ტკივილია,რომელსაც მალავ.მაგრამ მე ვხედავ რომ სუსტი ხარ,მშიშარა სუსტი კურდღელი
    გოგონა სუნთქვაშეკრული  იდგა,მხოლოდ მკაცრი მზერიღ შეჰყურებდა.ამოიღო დანა,დადგა მის წინ და ისე ესროლა დართის დაფას არც კი შეუხედავს.მიზანში მოარტყა.შემდეგ კი უცნობს მიმართა:
      -არ აქვს მნიშვნელობა რითო იბრძვი,იქნება ეს ხმალი თუ უბრალო ჯოხი,ვერ გაიმარჯვებ თუკი დამარცხების არ გეშინია.შიში-სწორედ ის არის რიტაც დაუმარცხებლები ვხდებით.-თქვა და  გოგონა გაეცალა იქაურობას.
   მეორე ღამეს კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ,იმავე დროს,იმავე ადგილას.ეს უკვე მათთვის უბრალო შეხვედრა აღარ იყო.ორივეს იზიდავდა ერთმანეთში რაღაც,თუმცა რა იყო ეს არც ერთმა იცოდა.
გოგონა ახლა უკვე დანის სროლაში ვარჯიშობდა
     -ვიცოდი რომ აქ იქნებოდი და ლუდი წამოვიღე,-თქვა ბიჭმა და ბოთლი გაუწოდა.გოგონამ გამოართვა და ასე დაიწყო მათი ცხოვრების ახალი ეტაპი.
   ყოველღამით ვარჯიშობდნენ ერთად,ხან მშვილდით,ხან დანით.მთავარი კი ის იყო,რომ ქალი მოხიბლა მისმა ქცევებმა,ხედავდა რომ ძალიან გავდნენ ერთმანეთს.უკვე აღარ ფრთხილობდა მასთან,ენდობოდა.ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე.მიუხედავად მათი ურთიერთობისა ყმაწვილი არაფერს უყვებოდა თავის შესახებ.არც იმას უმხელდ სად ცხოვრობდა,ჰყავდა თუ არა მეგობრები,მშობლები,და-ძმა და ყოველთვის მოხერხებულად ცვლიდა სასაუბრო თემას.გოგონამ გადაწყვიტა ფარულად ემოქმედა და დაუწყო თვალ-თვალი.გამოიყენა ყველანაირი რესურსი,რათა მისი თავშესაფრისთვის მიეკვლია და მართლაც, ერთ დღეს  აღმოაჩინა იგი.
   გადაწყვიტა ჩუმად მისულიყო და გაერკვია რა ხდიდა იდუმალს მის ნაცნობს,რა საიდუმლოს გამხელას გაურობდა და რატომ მალავდა ყოველივეს საკუთარი თავის შესახებ.
    მისი საცხოვრებელი შუაგულ ტყეში იყო.ერთი შეხედვით წყნარი,ხალხისაგან მოშორებით მდგომი,ჩვეულებირვი სახლი იყო.ამაყად ამართულიყო ორსართულიანი თეთრი შენობა.სინათლე ფანჯრებიდან აღწევდა შიგნით და გარედანაც კი მოჩანდა თუ რა მყუდრო იყო იგი.
   გოგონა მიუახლოვდა კარს,მისდაგასაოცრად  მას საკეტი არ ჰქონდა.ნელა შეაღო და შევიდა შიგნით.არაფერი უჩვეულო,მხოლოდ მყუდრო სახლი,ბუხრითა და სანთლებით.არავითარი სურათი კედელზე,არც ტელევიზორი,არავითარი ტექნიკა არ ყოფილა. ირგვლივ უამრავი მტვრიანი წიგნი იყო მიმოფანტული,ხოლო სამზარეულოს კედელზე მხოლოდ ერთი წარწერა მოჩანდა: "enjoy the dinner!" - რომელიც ხისგან იყო გამოთლილი და მიჭედებული.გოგონამ ყველა ოთახი ყურადღებით  დაათვალიერა.არაფერი  განსაკუთრებული არ შეუმჩნევია.ბევრი ფიქრის შემდეგ დაასკვნა,რომ ეს სახლუ ადამიანის საცხოვრებლად არ გამოდგებოდა და არც არაფერი ანიშნებდა,რომ იქ ვინმე ბინადრობდა.
   საღამო ახლოვდებოდა,გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო.იფიქრა რომ არასწორ ადგილას მივიდა.სახლის დატოვებამდე კიდევ ერთხელ შეავლო თვალი წარწერას ,გადაწყვიტა მიახოლოებოდა.ასეც მოიქცა და ხმამაღლა გაიმეორა "enjoy the dinner!" თუმცა შენიშნა რომ რამდენიმე ასო დახრილი იყო და გადაწყვიტა გაესწორებინა,როდესაც ყველა ასო ერთ სიბრტყეზე მოათავსა,უცნაური "ჩხაკუნის" ხმა გაისმა.გოგონა დაეჭვდა,მიიხედ-მოიხედა ,ირგვლივ არავინ იყო.ისევ იმავე კედელს დაუწყო ცქერა და გაუაზრებლად მიადო ხელი,ქალი მიხვდა რომ მის უკან რაღაც იყიო და კიბე ქვემოთ ეშვებოდა.ისიც დაუყვა კიბეებს და აღმოჩნდა ადგილას,რომლის პოვნასაც ვერც კი წარმოიდგენდა.კანკალმა აიტანა,შიშმა შეიპყრო,გაოცებული იყო იმით რასაც ხედავდა.მის ირგვლივ უამარავი ქილა იყო,მათში კი სხვადასხვა ზომის,ფორმისა თუ ფერის გული იყო მოთავსებული.თვალებს არ უჯერებდა.ადგილი,რომელიც რამდენიმე წუთის წინ ეგონა,რომ შეცდომიტ იპოვა,ახლა უკვე ეჭვი აღარ იყო სწორედ ის ადგილი იყო,სადაც ნამდვილად უნდა ყოფილიყო...
     -ეს არ უნდა გენახა,-გაისმა ხმა.
   გოგონა მობრუნდა და სწორედ იმ მამაკაცს ცქერდა,რომლმაც ასე ძლიერ მოხიბლა უწინ.შესცქეროდა დაბნეული,გაკვირვებული და ზიზღით აღსავსე  თვალებით.არ ეჯერა,რომ ასე მოტყუვდა რომ მიენდო მას,რომ ვერ ამოიცნო იგი,რომ ეტრფოდა იმას ვისაც ამდენი ადამიანის სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი
     უძრავად იდგნენ.გოგონა შიშს,იმედგაცრუებას,გაკვირვებას დაედუმებინა,ხოლო მამაკაცი?იგი ამაყად იდგა,თითქოს არაფერი მომხდარიყოს.რამდენიმე წუთის შემდეგ კაცმა ნაბიჯი გადადგა ქალისკენ
    -არ მომეკარო,-სასოწარლვეთით წარმოთქვა ქალმა.ამოიღო იარაღი  და დაუმიზნა.
    -დამშვიდდი,შენ არასდროს არაფერს დაგიშავებ.-მიმართა მამაკაცმა და კიდევ გადადგა ნაბიჯი მისი მიმართულებით
    -ისინიც ასე გააბრუე? რატომ? დააშავეს რამე?
    -მისმინე...
    -როგორ შეგეძლო! როგორ შეგიძლია იდგე ისე თითქოს არაფერი დაგიშავებია! თითქოს უმანკო იყო,როგორ  შეგეძლო ჩემთან ყოფილიყავი და სინდისის ხმა ჩაგეხშო?როგორ შეგიძლია ცხოვრება!-ყვიროდა სასოწარკვეთით ქალი.
   -ეს წარსულში იყო,სანამ შენ გაგიცნობდი
   -არ მომეკარო!
   -უნდა დამიჯერო,უბრალოდ მომისმინე,-წარმოთქვამდა ყმაწვილი სიტყვებს და კვლავ განაგრძობდა მასთან მიახლოებას.
   -ადრე ყოველი ქალი მძულდა,მძულდა მათი მანკიერებანი,მათი ცოდვებით დამძიმებული სულები,გახრწნილი გულები,ისინი არ იმსახურებდნენ ეტარებინათ გულები,სიყვარულის სიმბოლო ზედმეტი იყო მათ სხეულში,მე ისინი გავატავისუფლე!
   -ვინ მოგცა იმის გადაწყვეტის უფლება ვინ იმსახურებს სიცოცხლეს და ვინ არა! ვინ გთხოვა გათავისუფლება! უბრალოდ არანორმალური ხარ!ნამდვილი შეშლილი!
   -მისმინე გთხოვ,უნდა დამიჯერო
   -არა,არ მომეკარო
      გოგონამ გაისროლა,თუმცა მისი მოკვლა ვერ შეძლო,მხოლოდ დაჭრა.მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა.
    ქალი რამდენიმე დღით სახლში ჩაკეტილიყო,ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს.სიძულვილი იპყრობდა მის გონებას,თუმცა გულს ვერაფერს უხერხებდა.გრძნობდა როგორ ენატრებოდა იგი,რაღაც გაურკვეველი იზიდავდა მაინც.ვერ გადაეწყვიტა დაესმინა თუ არა პოლიციაში,მოეკლა თუ სამუდამოდ გასცლოდა იმ ქვეყანას,რომელმაც ამდენი ტკივილი მოუტანა,ჩააგდო განსაცდელში და რთული არჩევანის წინაშე დააყენა.ვერ გაეგო როგორ შეეძლო ყვარებოდა ცივსისხლიანი მკვლეი,უსინდისო და მატყუარა,როგორ შეეძლო იმ ყვეაფრის შემდეგ რისი მოწმეც გახდა,კვლავ ათრთოლებოდა გული მისდამი ტრფობით.სძულდა საკუთარი განცდები და ასე მდუმარებაში გადიოდა წუთები,საათები და დღეები...უსაშველო ტკივილი იპყრობდა.თუმცა ეუფლებოდა ეგოიზმი,რომ მიეღო ის რაც უნდოდა,ჰყვარებოდა წესების და პრინციპების  მიუხედავად.საკუთარი თავის წინააღმდეგობით,სიყვარულის უარყოფით,უფრო უღრმავდებოდა გულის წადილს და არ ჰყოფნიდა ძალა ემოქმედა საღი გონებით.ვერ მიეღო გადაწყვეტილება რა ექნა...
     რამდენიმე დღის შემდეგ მის კარს მამაკაცი მოადგა.ქალმს გააღო კარი,არ ელოდა მას,სცადა მიეხურა კარი,თუმცა მამაკაცმა ძალა გამოიყენა და სახლში შემოვიდა.ქალმა იარღს დაუწყო ძებნა,დასტაცა ხელი და დაუმიზნა.მამაკაცმა მიმართა:
   -შეგიძლია მესროლო,გამომასალმო სიცოცხლეს,მაგრამ ისე არ წავალ ამქვეყნიდან სანამ არ გეტყვი რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ,ვიცი რომ აქამდე არ მითქვამს ეს შენთვის.ხო,შეიძლება დამნაშავე ვარ ამდენი ადამიანი სიკვდილში,მაგრამ ადრე მეგონა,რომ ეს სწორი იყო,მე ჩემი ცოდვებისთვის საკმაოდ ვიტანჯე.მთელი ცხოვრება მარტო ვარ,მაგრამარ მოგცემ უფლებას,რომ ჩემი არ გჯეროდეს,შენ ერთადერთი ხარ რაც კი რამე კარგი შემმთხვევია ცხოვრებაში,თუკი ჩემზე უარს იტყვი იცოდე,რომ საკუთარი ხელით ამოვიგლეჯ გულს.არ მინდა უშენოდ ყოფნა,მესროლე თუკი ჩემი არ გჯერა,ოღონდ ამჯერად არ ააცილო,მინდა რომ გჯეროდეს,მხოლოდ ერთხელ,მხოლოდ ჩემთვის,მინდა რომ გჯეროდეს...
     ეს თქვა და შუბლი შეუშვირა იარაღს,იმეორებდა ნელა და სუნთქვაშეკრული:მინდა რომ გჯეროდეს...
    გოგონას თვალები ცრემლებით აევსო,ვერ შეძლი გასროლა.ბიჭმა იარაღი ჩააწევინა და მაგრად ჩაიკრა გულში,მოხვია ორივე ხელი და მასაც აუჩუყდა გული.
   ამის შემდეგ გოგონა აღარ ჩანდა პოლიციის დეპარტამენტში.დეტექტივმა გადაწყვიტა მისი მოძებნა,თუმცა ამაოდ,ის ადგილი სადაც ის ცხოვრობდა ცარიელი დაუხვდა.
    ორი კვირის შემდეგ კი სწორედ ამ დექტივმა ამოიცნო მისი გვამი,რომელიც გაჩერებაზე ეგდო გულის გარეშე...

No comments:

Post a Comment